ჯოვანი სიმეონე: "ატლეტიკოში თამაში ჩემი ოცნებაა"
30 ნოემბერი 2016, 15:41
"ჯენოას" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯოვანი სიმეონემ, რომელმაც "იუვენტუსს" ორი გოლი გაუტანა, თავის საოცნებო გუნდი დაასახელა. "ატლეტიკოში თამაში ჩემი ოცნებაა. არა იმიტომ, რომ ამ გუნდის მწვრთნელი მამაჩემია. უბრალოდ, ატლეტიკო ძალიან კარგი გუნდია", - აცხადებს სიმეონე. ჯოვანი სიმეონე ყველასთვის ცნობილი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟია. "ჯენოამდე" კი არგენტინის ჩემპიონატში თამაშობდა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ჯოვანი სიმეონე: "ატლეტიკოში თამაში ჩემი ოცნებაა"