ტიერი ანრიმ სანჩესს ღია წერილით მიმართა
4 დეკ 2016, 01:46
პრემიერ ლიგის მე-14 ტურში, ლონდონის "არსენალი" ვესტ ჰემს" ესტუმრა და მეტოქე უშანსოდ, 1:5 დაამარცხა. შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა მეთოფეთა ჩილელმა შემტევმა ალექსის სანჩესმა, რომელიც 11 გოლით პრემიერ ლიგის ბომბარდირთა სიას დიეგო კოშტასთან ერთად ჩაუდგა სათავეში. მატჩის შემდეგ სანჩეს ღია წერილით ამავე გუნდის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ მიმართა და სამხრეთ ამერიკელს 3 გოლის გატანა მიულოცა.
კომენტარები ჯერ არ არის