ზღაპარი გრძელდება: ლაიფციგმა შალკეს მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა
4 დეკ 2016, 01:48
გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში "ლაიფციგმა" საკუთარ მოედანზე "შალკე" მიიღო და 2:1 დაამარცხა. მე-2 წუთზე ანგარიში პენალტით "ლაიფციგმა" გახსნა. 30 წუთში კი წონასწორობა კოლაშინაჩმა აღადგინა, თუმცა თავად კოლაშინაჩმა 47-ე წუთზე გოლი თავის კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 13 ტურის შემდეგ "ლაიფციგს" 33 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია. ისინი 3 ქულით ასწრებენ "ბაიერნს". ამასთანავე, "ლაიფციგი" ერთადერთი გუნდია "ჰოფჰენჰაიმთან" ერთად, რომელსაც ბუნდესლიგაში წაგება არ აქვს.