მოურინიომ ევერტონთან მატჩის შემდეგ 3 კითხვა უპასუხოდ დატოვა
5 დეკ 2016, 00:04
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ევერონთან" შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა თავკაცმა დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. – შეგიძლიათ "ევერტონის" სასარგებლოდ დანიშნულ პენალტზე ისაუბროთ? – არა, ამაზე არაფერი მაქვს სათქმელი. უკომენტაროდ. ჩვენ გაცილებით უფრო კარგად ვითამაშეთ,
ვიდრე მეტოქემ. თუმცა, ბოლო დროს რეზულტატი და ჩვენი თამაშის ხარისხი ერთმანეთს არ ჰგავს. – მარკოს როხოს ფოლზე რა კომენტარს გააკეთებდით? უკომენტაროდ. – შეგიძლიათ გამოყოთ მიზეზი, რის გამოც თქვენი გუნდი შედეგს ვერ აღწევს? არა. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ. როხო და ჯონსი ერთად 2 წელია არ თამაშობენ, თუმცა დღეს დიდებული შეხვედრა ჩაატარეს. საერთო ჯამში, მე ჩემი გუნდის თამაში მომეწონა", – დასძინა მოურინიომ.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მოურინიომ ევერტონთან მატჩის შემდეგ 3 კითხვა უპასუხოდ დატოვა