თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია!
5 დეკ 2016, 00:06
"კრასნოდარის" ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვით, გულშემატკივარმა გუნდის ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი დაასახელა. გამოკითხვაში სულ მონაწილეობა 2500-მა ადამიანმა მიიღო. ბოლო, მესამე ადგილზე ცენტრალური ნახევარმცველი, მარატ იზმაილოვი გავიდა, რომელმაც ხმების 15.3% მიიღო, მეორე პოზიცია შვედმა ცენტრალურმა მცველმა ანდრეას გრანქვისტმა დაიკავა 16.2% პროცენტით, ხოლო ჩვენებურმა ხმების 20.7% პროცენტი დაისაკუთრა და საუკეთესოდ დასახელდა. ნოემბერში ქართველი რუსულ გუნდში მართლაც გამორჩეული იყო. "ორენბურგის"😢3😺) წინააღმდეგ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო "ხარების" წინააღმდეგ, მეტოქეს წითელი მიაღებინა, ხოლო "ზენიტთან" ბოლო წუთზე ულამაზესი აკრობატული გოლით "კრასნოდარს" 3 ქულა მოუტანა.
კომენტარები ჯერ არ არის