ფაბრეგასი არსენალში ბრუნდება?
5 დეკ 2016, 00:07
ლონდონის "არსენალი" მზადაა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის" სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზებით მიმართოს, იტყობინება - Sunday Express. 29 წლის ფეხბურთელი სანტი კაზორლას შემცვლელად მოიაზრება, რომელიც მძიმე დაზიანების გამო "მეთოფეებს" მინიმუმ 3 თვით გამოაკლდება. ანტონიო კონტს შემადგენლობაში სესკი ადგილს ვერ იმკვიდრებს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ "არსენალში" დაბრუნება ისურვოს. მიმდინარე სეზონში ფაბრეგასმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Chesk! Liga gindoda da magito waxvedit shen da anri barsashi. Moiget kidec da amitom: arasworebi xart😃