"ისე ვქენი, ვითომ ვერ დავინახე", - მსაჯის დასაფასებელი საქციელი კაშიას გუნდის თამაშის დროს
5 დეკ 2016, 15:35


ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში გურამ კაშიას "ვიტესმა" "ზვოლეს" უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნათანმა დასვა.
მან გოლის აღნიშვნის დროს მაისური გაიხადა და მის თანამემამულეებს პატივი მიაგო, რომლებიც მედელინის ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ.
აღსანიშნავი იყო მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება, რომელიც ვალდებული იყო, რომ მაისურის გახდის გამო ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.
ჟოაკიმ კამპუისმა ფეხბურთელი არ გააფრთხილა და ამ ფაქტზე კომენტარიც გააკეთა: "წესების მიხედვით, მისთვის ყვითელი ბარათი უნდა მეჩვენებინა, თუმცა იმ მომენტში ვიფიქრე, რომ მან ავიაკატასტროფაში მეგობრები დაკარგა.
ასე რომ, თავი ისე მოვაჩვენე, რომ ეს ეპიზოდი ვერ დავინახე და გავაგრძელე გზა ცენტრისაკენ.
ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ჩემს სამსაჯო კარიერაში მიმიღია", - განაცხადა არბიტრმა.
კომენტარები (6)
ავატარი Gaucho5 დეკ 2016, 15:36
jigari arbitrebic arseboben
ავატარი Iunaitedi5 დეკ 2016, 16:17
Ratqmaunda arunda mieca barati. Arc ert msajs
ავატარი Hazard5 დეკ 2016, 18:39
chelsis fexburtelia natani 🙂
ავატარი Gaucho5 დეკ 2016, 18:43
Hazard, vitesi da chelsi dzmakacebi arian? 🙂
ავატარი Hazard5 დეკ 2016, 20:22
Gaucho, abramovichis dzmakacisaa vitesi 😃
ავატარი RONBAL5 დეკ 2016, 20:26
Jigari xar arbitro
სიახლეები | Gaucho | "ისე ვქენი, ვითომ ვერ დავინახე", - მსაჯის დასაფასებელი საქციელი კაშიას გუნდის თამაშის დროს