კარგი შანსი საქართველოს: მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის წესები იცვლება
8 დეკ 2016, 02:34
ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატზე წესების შეცვლას და ტურნირზე მოასპარეზე ქვეყნების რაოდენობის 48-მდე გაზრდას აპირებს.
ეს საკითხი რამდენიმე თვის წინაც იყო წამოჭრილი, თუმცა ახლა იტალიელი პრეზიდენტი აქტიურად განიხილავს დეტალებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
ახალი წესების თანახმად, იქნება 16 ჯგუფი, სადაც თითოში 3 ნაკრები იქნება წარდგენილი, თითო ჯგუფიდან კი 1 ქვეყანა გავა შემდეგ ეტაპზე.
რა თქმა უნდა, წესების ცვლილებების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი გაუჩნდება საქართველოს ნაკრებს, რადგან მუნდიალზე ევროპიდან გაცილებით მეტ ქვეყანას ექნება მოხვედრის საშუალება.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Gaucho | კარგი შანსი საქართველოს: მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის წესები იცვლება