დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი და ცნობილი გახდა იმ 16 გუნდის ვინაობა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს.
1/8 ფინალების კენჭისყრა ორშაბათს გაიმართება, გუნდები კი კალათებში შემდეგნაირად გადანაწილდებიან:
კალათა 1: არსენალი, ნაპოლი, ბარსელონა, ატლეტიკო, მონაკო, დორტმუნდი, ლესტერი, იუვენტუსი.
კალათა 2: პსჟ, ბენფიკა, სიტი, ბაიერნი, ლევერკუზენი, რეალი, პორტო, სევილია.
1/8 ფინალებში ერთმანეთს ერთი ქვეყნის ორი გუნდი ვერანაირად ვერ შეხვდება.