პირველად ევრო ტურნირების ისტორიაში: ქართველი და სომეხი ფეხბურთელები ერთმანეთის პირისპირ
9 დეკ 2016, 15:39
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ზორიას" ესტუმრა და მარტივად,, 0:2 დაამარცხა.

მატჩის 72-ე წუთზე მოედანზე შემოვიდა "ზორიას" ქართველი ლეგიონერი ჯაბა ლიპარტია. "იუნაიტედის" მხრიდან კი პირველი გოლი ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა.

ამ მატჩში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ევრო ტურნირების ფინალური ეტაპის ისტორიაში სომეხმა და ქართველმა ფეხბურთელებმა ერთმანეთის პირისპირ პირველად ითამაშეს.

ჯაბა ლიპარტიამ "მანჩესტერთან" წინა მატჩშიც ითამაშა, თუმცა იმ დროს მხითარიანი განაცხადშიც არ იყო შეყვანილი.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Iunaitedi | პირველად ევრო ტურნირების ისტორიაში: ქართველი და სომეხი ფეხბურთელები ერთმანეთის პირისპირ