პეპ გვარდიოლამ სიტის ფეხბურთელი კოკა-კოლის სმის გამო გუნდიდან გააგდო
10 დეკ 2016, 17:28
"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ფეხბურთელი გაბრიელ ხესუსი პეპ გვარდიოლაზე საინტერესო განცხადებას აკეთებს. "ძალიან მიყვარს კოკა-კოლის სმა, მაგრამ გვარდიოლამ რამდენჯერმე დამინახა და ამიკრძალა. მე კი ვერ გადავეჩვიე და კვლავ ვსვამდი, ამის გამო მწვრთნელმა გუნდიდან გამაგდო და ვარჯიშზე რამდენიმე დღე არ მივლია", - აცხადებს ხესუსი. პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" ბაზაზე ინტერნეტი გაითიშა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.
კომენტარები ჯერ არ არის