კატასტროფა ქართული გუნდებისთვის: ჩემპიონთა ლიგაზე ახალი წესი ოფიციალურად შემოვიდა
10 დეკ 2016, 17:29
იმის გარდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 2018 წლიდან მატჩის დაწყების დრო შეიცვლება, ამავე წლიდან ახალი, მნიშვნელოვანი წესი შემოვა. უეფას ახალი პრეზიდენტის თქმით, 2 სეზონის შემდეგ გუნდები ამ ტურნირზე სრულიად განსხვავებული წესით მოხვდებიან. წამყვანი ჩემპიონატების 16 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად გავა, დანარჩენი კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აირჩრევა. ასევე, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ინგლისის 4-4 გუნდი ლიგაზე ავტომატურად გავა. ავტომატურად გავლენ საფრანგეთის, რუსეთის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებიც, რაც საბოლოოდ 26 გუნდამდე ადის. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ეტაპით მხოლოდ 6 კლუბი გავა. ეს წესი ძალიან ცუდია ქართული გუნდებისთვის, რადგან მათი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი კიდევ უფრო მიზერული გახდება. 2018 წლიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩები თბილისის დროით 21 და 23 საათზე დაიწყება.