ჩელსი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა
12 დეკ 2016, 00:20
ანტონიო კონტეს გუნდი შეუჩერებელია და დღეს "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ (1:0) ინგლისის ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეცხრე თამაში მოიგო. ლონდონის "ჩელსიმ" პრემიერ ლიგაში ცხრა ან მეტმატჩიანი გამარჯვებების სერია მეხუთედ გამოაცხო, რაც აბსოლუტური რეკორდია. ინფორმაციას "Opta-ს" ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს. "არისტოკრატები" 15 ტურის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატს 37 ქულით ლიდერობენ და მთავარ კონკურენტ "არსენალს" სამი ქულით უსწრებენ.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ჩელსი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა