იკერ კასილასი - საუკეთესო მეკარე მიმდინარე სეზონში
12 დეკ 2016, 23:56
მიმდინარე სეზონში სასწაულ ფორმაშია იკერ კასილასი, რომელსაც ჯერჯერობით ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს დაფიქსირებული. კასილასს პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული. მასზე უკეთესი შედეგი კი ტოპ ჩემპიონატებში არცერთ მეკარეს არ აქვს. მიუნხენის "ბაიერნის" კიპერმა მანუელ ნოიერმა უკვე 9 გოლი გაუშვა, "პსვ"-მ კი 7 ბურთი მიიღო საკუთარ კარში. არადა, ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს დიდი ხნის განმავლობაში ნოიერი იკავებდა, რომელსაც პირველი რამდენიმე ტური გოლი საერთოდ არ ჰქონდა გაშვებული.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | იკერ კასილასი - საუკეთესო მეკარე მიმდინარე სეზონში