კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ნეიმარ და სილვამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ მადრიდის "რეალის" რომელ ფეხბურთელს იხილავდა თავის კლუბში.
"დავასახელო მადრიდის "რეალის" ერთი ფეხბურთელი, ვისაც "ბარსელონაში" ვიხილავდი? მარსელო, რადგან ის ჩემი მეგობარია." - ციტირებს ბრაზილიელი თავდამსხმელის სიტყვებს Barcastuff.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ნეიმარ და სილვას საქმე დახურეს.