კოლუმბიის მწვრთნელი: "არ მიკვირს, რომ ხამესი ძირითადში ვერ ხვდება"
28 დეკ 2016, 04:02
კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანსისკო მატურანამ განაცხადა, რომ მისთვის ხამეს როდრიგესის "რეალის" შემადგენლობიდან ამოვარდნა გასაკვირი არ ყოფილა. 2014 წელს, 25 წლის ფეხბურთელში ფლორენტინო პერესმა 80 მილიონი ევრო გადაიხადა, დღეს კი ის სათადარიგო სკამზე ზის. "არ მიკვირს, რომ ხამეს როდრიგესი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. რატომ? იმიტომ რომ "რეალს" უკვე ჰყავს ჩამოყალიბებული ძირითადი 11-ეული, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს. ამის შემდეგ კი ხამესისთვის რთულია მონახოს თავისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში", - განაცხადა მწვრთნელმა.
Ox amis debili kargicmovtyan 😃