დიეგო კოშტა: "ცოტაც და ზაფხულში ატლეტიკოში დავბრუნდებოდი"
3 იანვ 2017, 15:27
"ჩელსის" ფეხბურთელმა, დიეგო კოშტამ განაცხადა, რომ ის ზაფხულში გუნდის დატოვებას და ესპანეთში დაბრუნებას აპირებდა. ესპანელი ამბობს, რომ მას ამ გადაწყვეტილების მიღება ოჯახის წევრების გამო სურდა, რომლებიც ლონდონში თავს კარგად ვერ გრძნობენ. "დიახ, ვადასტურებ, რომ ზაფხულში "ჩელსის" დატოვება მინდოდა. ცოტაც და "ატლეტიკოში" დავბრუნდებოდი, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. აქედან წასვლა "ჩელსის" გამო არ მსურდა, გუნდი არაფერ შუაშია. ესპანეთში დაბრუნება ოჯახური გარემოებების გამო მსურდა. ფანების მხრიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და აქ ბედნიერი ვარ", - აცხადებს კოშტა.
კომენტარები ჯერ არ არის