ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა და რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც ვიხილეთ. სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიურები, ჯერჯერობით, ჩინელები არიან, რომლებმაც 60 მილიონიანი ოსკარის ტრანსფერის შემდეგ, ვიტსელის 20 მილიონიანი ტრანსფერის განახორციელეს.
როგორც წესი, იანვარში ევროპული კლუბები სარფიანი ტრანსფერებით არ გამოირჩევიან. ამ ზამთარს ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი "ნაპოლიმ" შემოგვთავაზა. ნეაპოლელებმა "ჯენოას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ლეონარდო პავოლეტის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადეს.
სატრანსფერო ინფორმაცია დღითიდღე მატულობს. ტოპ–კლუბები ჯერჯერობით ჩრდილში არიან, თუმცა მათი რამდენიმე სამიზნე უკვე ცნობილია.
გთავაზობთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის 15 ყველაზე გამორჩეულ ტრანსფერს:
15. რაიან ბაბელი – "დეპორტივოდან" – "ბეშიქთაშში" – უფასოდ
14. იაგო ფალკე – "რომადან" – "ტორინოში" – 6 მლნ ევრო
13. რუდი ჟესტედი – "ასტონ ვილადან" – "მიდლსბროში" – 6 მლნ ევრო
12. ტიმოტე კოლოძიჩაკი – "სევილიადან" – "გლადბახში" – 7,5 მლნ ევრო
11. ერნანი – "პარანაენსედან" – "ზენიტში" – 8 მლნ ევრო
10. რინკონი – "ჯენოადან" – "იუვენტუსში" – 8 მლნ ევრო
9. კარლოს ტევესი – "ბოკა ხუნიორსიდან" – "შანხაიში" – 10,5 მლნ ევრო
8. ლუკმანი – "ჩარლტლონიდან" – "ევერტონში" – 11 მლნ ევრო
7. რიკარდო ბაზური – "აიაქსიდან" – "ვოლფსბურგში" – 12 მლნ ევრო
6. იუნუს მალი – "მაინციდან" – "ვოლფსბურგში" – 12,5 მლნ ევრო
5. უილფრედ ნდიდი – "გენკიდან" – "ლესტერში" – 17 მლნ ევრო
4. ლეონარდო პავოლეტი – "ჯენოადან" – "ნაპოლიში" – 18 მლნ ევრო
3. აქსელ ვიტსელი – "ზენიტიდან" – "ტიანცზინში" – 20 მლნ ევრო
2. იულიან დრაქსლერი – "ვოლფსბურგიდან" – "პსჟ"–ში – 40 მლნ ევრო
1. ოსკარი – "ჩელსიდან" – "შანხაი ტელეისში" – 60 მლნ ევრო
15 მთავარი ტრანსფერი, რომლებიც იანვარში განხორციელდა
6 იანვ 2017, 22:40
[you100]<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/TP5Br2WUBNs" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>[/you100]