ბაიერნის" პრეზიდენტმა გუნდში ახალი წესი დანერგა - ამიერიდან, ვინც გერმანული ენის გარდა სხვა ენაზე ისაუბრებს, დაჯარიმდება.
"ბაიერნის გასახდელში ყველამ გერმანულ ენაზე უნდა ისაუბროს. ეს მოთხოვნაა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ თემაზე სერიოზული მუშაობა. არასაკმარისია მხოლოდ პორტუგალიურ და ფრანგულ ენაზე საუბარი.
მოთამაშეები გუნდში გერმანულ ენაზე ისაუბრებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმის საფასურს გადაიხდიან," - განაცხადა ული ჰიონესმა.
Bild წერს, რომ გუნდში ყველაზე კარგად გერმანულად რობერტ ლევანდოვსკი, არიენ რობენი და კარლო ანჩელოტი საუბრობენ. ყველაზე ცუდად, რენატუ სანჩესი და კინგსლი კომანი.