"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ სერია ა-ში კლუბის ასპარეზობა შეაჯამა.
მოგეხსენებათ, "როსონერიმ" 68 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა, მომავალ სეზონში გუნდი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
"გუნდს მადლობას ვუხდი. ვამაყობ, რომ 68 ქულა დავაგროვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავედით, რაც ძალიან მტკივნეულია".
"მწვრთნელის მუშაობა კლუბმა და ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. შეხვედრას გავმართავთ და დავილაპარაკებთ. მინდა გავიგო, თუ რას ფიქრობენ ისინი ჩემს მუშაობაზე"
"სეზონის მიმდინარეობისას შეცდომები დავუშვით. ამ მომენტიდან რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ წლის შეჯამების შედეგად, დადებითი შეფასება დავიმსახურეთ"
"ყველაზე მეტ იმედგაცრუებას ის იწვევს, რომ უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში წინდაუხედავები ვიყავით. ძალიან ბევრი ცუდი პერიოდი გადავიტანეთ".
"არ ვიცი, 68 ქულაზე მეტის დაგროვებას თუ შევძლებთ, რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ. ეს რთული იქნება".
"მილანთან" ხანგრძლივი ისტორია მაკავშირებს, იმაზე მეტ ზეწოლას ვგრძნობდი, ვიდრე უნდა მეგრძნო".
"ბოლო 18 თვის განმავლობაში პრაქტიკულად არ მძინებია, ფსიგოლოგიურად ნაწილებად ვარ დაშლილი", - თქვა გატუზომ DAZN-სთან ინტერვიუში.
41 წლის იტალიელი "მილანს" სათავეში 2017 წლის 27 ნოემბრიდან უდგას.