25 ივლისიდან ფეხბურთში რამდენიმე წესი შეიცვლება
29 მაისი 2019, 18:10
უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 25 ივლისიდან ფეხბურთში რამდენიმე წესი შეიცვლება.

1. შეტევაში მყოფი გუნდის ფეხბურთელები ვეღარ შეძლებენ მოწინააღმდეგე გუნდის ცოცხალ კედელში დგომას. დაშორება მათ შორის მინიმუმ ერთ მეტრს უნდა შეადგენდეს.

2. ცვლილების განხორციელების მომენტში მოედანზე მყოფი ფეხბურთელი მინდორს მასთან მდებარე უახლოესი ხაზიდან ტოვებს.

3. ბურთის გათამაშების მომენტში აღარ იქნება აუცილებელი ბურთის საჯარიმოდან გამოტანა.

4. წესების დარღვევად ჩაითვლება ბურთის ხელით შეხების ნებისმიერი სახის მომენტი, თუ ის გავლენას ახდენს გოლის გატანასა და საგოლე გადაცემის შესრულებაზე.
კომენტარები (5)
ავატარი Hazard29 მაისი 2019, 18:22
ჩემი და ჰალკის დაბადების დღეს შეესვან და სხვა დღეს შეცვალონ წესები 😃
ავატარის გარეშე 29 მაისი 2019, 21:12
სყუმრად გატანილი გოლი არ გაუქმდა 😃
ავატარი Hazard29 მაისი 2019, 22:41
lovely, ვინთქვა გაუქმდაო 😃
ავატარი Iunaitedi29 მაისი 2019, 22:42
lovely, geeci pasuxi
ავატარის გარეშე 30 მაისი 2019, 00:52
იყო საოვარი რომ უნდა გაუქმებულიყო
სიახლეები | Iunaitedi | 25 ივლისიდან ფეხბურთში რამდენიმე წესი შეიცვლება