ლონდონელებმა ფინალში "არსენალი" 4:1, აზარის დუბლით და ჟირუსა და პედროს თითო-თითო გოლით დაამარცხეს.
ჟირუს ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან სეზონის მე-11 გოლი გაიტანა და ევროპა ლიგის ბომბარდირი გახდა.
ამ სტატისტიკით მეორე ადგილი "აინტრახტის" ფეხბურთელმა იოვიჩმა 10 გოლით დაიკავა, მესამე ადგილზე კი 8 გოლითა და 2 ასისტით ობამეიანგს ერგო.