"ინტერმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნა დაადასტურა.
იტალიელმა სპეციალისტმა "ნერაძურისთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"დარწმუნებული ვარ, ანტონიო კონტე ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია", - აცხადებს "ინტერის" პრეზიდენტი, სტივენ ჯანი.
"მჯერა, მისი დანიშვნა ჩვენი მიზნების მიღწევასა და მისიის შესრულებაში დაგვეხმარება, რომელთაგანაც ერთ-ერთი კვლავ უცვლელია - გვსურს, ეს კლუბი კვლავ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს".
გუშინ, მილანურმა კლუბმა ლუჩანო სპალეტის წასვლა დაადასტურა, ეს უკანასკნელი გუნდს სათავეში ორი წელიწადი ედგა.
შეგახსენებთ, აქამდე, კონტეს "იუვენტუსში", იტალიის ნაკრებსა და "ჩელსიში" უმუშავია.