"ათეული მილიონის ზარალი მივიღეთ" - "ლიონი" ლიგა 1-ს სასამართლოში უჩივის
2 მაისი 2020, 11:03
ფრანგული „ლიონი“ ლიგა 1-ს სასამართლოში უჩივლებს და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის ზარალმა ათეულობით მილიონი ევრო შეადგინა.

„ლიონმა“ შესთავაზა ლიგა 1-ს ალტერნატიული გეგმა, მაგრამ წინადადებაზე უარი განაცხადეს და ამიტომ, ვიტოვებთ უფლებას, რომ მიღებული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ, მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ათეულობით მილიონ ევროს შეადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ისაა, რომ ლიგა 1-მ სეზონის შეწყვეტის მომენტში დაფიქსირებული შედეგები ძალაში დატოვა და „ლიონი“ ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ამით კი ჟან-მიშელ ოლას გუნდმა არამარტოული სპორტულად, არამედ ფინანსურადაც იზარალა.

აღსანიშნავია, რომ „ლიონი“ ევროთასებს მიღმა ბოლო 23 წელიწადში პირველად დარჩა.
კომენტარები (5)
ავატარი Iunaitedi5 მაისი 2020, 13:55
Gauqmebaa amito sachiro yvelafris
ავატარი Hazard5 მაისი 2020, 22:44
Iunaitedi, ro gaauqmo zarali gaqreba ?
ავატარი Iunaitedi6 მაისი 2020, 04:58
Lampard, evrotasebismigma mainc ardarcheba lionisnairi gundi
ავატარი Hazard6 მაისი 2020, 11:06
Iunaitedi, lionis nairi tore rames ar igebdnen egenic
ავატარი Iunaitedi6 მაისი 2020, 13:36
Lampard, xo mara mainc. Sad gaauqmes neta chempionatebi ardevs info
სიახლეები | Hazard | "ათეული მილიონის ზარალი მივიღეთ" - "ლიონი" ლიგა 1-ს სასამართლოში უჩივის