"ჩელსის" გოლკიპერი, ვილი კაბალიერო თანაგუნდელ ნ'გოლო კანტეს მხარს უჭერს.
მოგეხსენებათ, ფრანგ ფეხბურთელს კორონავირუსით დაინფიცირების ეშინია და ინდივიდუალური პროგრამით სახლში ვარჯიში გადაწყვიტა.
"მისი გადაწყვეტილება გასაგებია. Covid-19-ზე კანტეს უარყოფითი პასუხი მოუვიდა, მაგრამ კარანტინში ცუდი პერიოდი გაატარა, ვირუსის სიმპტომებით, რამაც ეს შიში გამოიწვია".
"დაველოდებით, სანამ არ იგრძნობს თავს კომფორტულად, რადგან ფეხბურთელებისთვის თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია".
"ნ'გოლო ძალიან თავმდაბალი და შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც მუდამ იღიმის და უნდა ჰქონდეს იმის მიზეზი, რაც თქვა".
"ვიცით, რომ ის არის, ვისაც ვარჯიში და სირბილი უყვარს და არა ის, ვისაც ასეთ რაღაცაზე ტყუილის თქმა შეუძლია. მხარს ვუჭერთ და პატივს ვცემთ", - ციტირებს კაბალიეროს სიტყვებს TNT Sports.