რობენი ფეხბურთში ბრუნდება? ჰოლანდიელმა ბაიერნის ბაზაზე ივარჯიშა
12 ივნისი 2020, 21:59
Bild-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი საფეხბურთო კარიერის განახლებას არ აპირებს. უბრალოდ, ის ცდილობს, კარგი ფორმა შეინარჩუნოს და ექიმ ჰოლგერ ბროიხის მეთაურობით ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური კარიერა რობენმა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა, მას შემდეგ, რაც „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

თავის კარიერაში რობენმა საკლუბო დონეზე 29 ტიტული მოიგო, მათ შორის - ერედივიზიის ჩემპიონობა, ინგლისის ჩემპიონობა (2), ესპანეთის ჩემპიონობა, ბუნდესლიგა (😎 და ჩემპიონთა ლიგა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | რობენი ფეხბურთში ბრუნდება? ჰოლანდიელმა ბაიერნის ბაზაზე ივარჯიშა