მანჩესტერული კოშმარი დასრულდა - ალექსის სანჩესი ინტერში გადავიდა
5 აგვ 2020, 23:52


გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail იტყობინება, რომ ალექსის სანჩესმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.

ჩილელი ფეხბურთელი „ნერაძურისთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში ხელფასის სახით 130 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს. სანჩესმა „წითელ ეშმაკებთან“ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და „ინტერი“ მას უსასყიდლოდ გადაიბირებს.

Daily Mail-ის ცნობით, კლუბები უახლოეს საათებში ოფიციალურ განცხადებებს გაავრცელებენ და დაადასტურებენ, რომ შეთანხმება შედგა. სანჩესს რაც შეეხება, ის დღეს, „ხეტაფესთან“ გასამართ შეხვედრაში „ნერაძურის“ განაცხადში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ალექსისმა გასულ სეზონში „ინტერის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ჩილელმა 3 გოლი და 7 ასისტი სერია A-ს რესტარტის შემდეგ მიითვალა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მანჩესტერული კოშმარი დასრულდა - ალექსის სანჩესი ინტერში გადავიდა