"მანჩესტერ სიტი" მესის შესაძენად მზადაა
17 აგვ 2020, 10:11
ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ლიონელ მესისთვის ბრძოლაში ფავორიტია, იმ შემთხვევაში თუ არგენტინელი „ბარსელონას“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.

Mirror-ის ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან მესის შესაძენად ყველაფერი გააკეთონ და ფინანსურ რესურსს არ დაიშურებენ.

შეგახსენებთ, მესის „ბარსასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გახანგრძლივება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

კლუბში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე კი სულაც არაა გამორიცხული არგენტინელმა გუნდის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს. „მანჩესტერ სიტის“ გარდა მესის ხშირად მილანის „ინტერსაც“ უკავშირებენ.
კომენტარები (2)
ავატარი Nukri17 აგვ 2020, 14:11
წავიდეს ნეტა მაგ ყლეებს მოშორდეს
ავატარი Hazard17 აგვ 2020, 15:11
Nukri, inglishi gadasvlit daingrevs momavals
სიახლეები | Hazard | "მანჩესტერ სიტი" მესის შესაძენად მზადაა