ჰავერცის კონტრაქტი მზადაა - რაზე ვერ თანხმდებიან ჩელსი და ლევერკუზენი?
21 აგვ 2020, 19:50
"ლევერკუზენის" ნახევარმცველი, კაი ჰავერცი უახლოეს პერიოდში შესაძლოა "ჩელსიში" გადაბარგდეს.

როგორც The Times იტყობინება, ლონდონურ კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება.

მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე, "პენიოსნერები" და "ფარმაცევტები" 21წლის ფეხბურთელის ფასზე ვერ თანხმდებიან - გერმანული მხარე 20 მილიონი ფუნტით მეტს ითხოვს.

გარდა ამისა, მხარეებმა გადახდის გრაფიკიც უნდა შეთანახმონ, რადგან "ლევერკუზენი" თანხას რამდენიმე ნაწილად მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსიმ" ჰავერცთან 5-წლიანი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ჰავერცის კონტრაქტი მზადაა - რაზე ვერ თანხმდებიან ჩელსი და ლევერკუზენი?