როდის გაოფიციალურდება სილვას ტრანსფერი?
27 აგვ 2020, 12:13
როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ-ჟერმენის" აწი უკვე ყოფილი კაპიტანი, ტიაგო სილვა ლონდონის "ჩელსის" უახლოვდება.

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "არისტოკრატებსა" და ვეტერან ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს შორის ყველანაირი შეთანხმება უკვე შედგა.

"პსჟ"-ს ყოფილი უკანახაზელი "ლურჯებთან" ხელშეკრულებას 1+1-ის სისტემით გააფორმებს და სოლიდურ ხელფასსაც მიიღებს.

"პარიზის" ყოფილი ორიანის "პენსიონერებში" ტრანსფერი გაოფიციალურდება უახლოეს პერიოდში, არაა გამორიცხული, რომ დღეს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | როდის გაოფიციალურდება სილვას ტრანსფერი?