ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ტიაგო სილვა კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.
ამ ტრანსფერს ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი ეხმაურება და საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"სილვას პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდოდა, თუმცა 2 თვის წინ უთხრეს, რომ პსჟ-ს მისი დატოვება არ სურდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ სილვას გასულ კვირას დაურეკა და პსჟ-ში ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
როგორც ჩანს, პარიზელებმა დააგვიანეს, რადგან მაშინ სილვა უკვე ჩელსის ფეხბურთელი იყო", - განაცხადა აგენტმა.