არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია დღეს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
საბელია "ალბისელესტეს" 2011-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. არგენტინის ნაკრებმა, მისი ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც, სამწუხაროდ, გერმანიასთან დამარცხდა.
არგენტინელი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.