???? თბილისის დინამოში ჩვენგან პირველმა რეზიმ ითამაშა. მის საყურებლად სიარული ჩვენთვის ზეიმი იყო. სულმოუთქმელად ველოდი იმ დღეს, როდესაც ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდნენ. ეს დღეც მალე დადგა და სსრკ თასის თამაშში, ხარკოვის მეტალისტთან დებიუტი ულამაზესი გოლით აღნიშნა. მე, აჩი, ბორის ბაბუ და ჯემალი იმ კარის უკან ვიჯექით სადაც რეზიმ გაიტანა. მახსოვს როგორ ვეხუტებოდით ერთმანეთს და როგორი ამაყი იყო ბაბუაჩემი თავისი შვილიშვილით. ელექტრო ტაბლოზე დიდი ასოებით პირველად დაიწერა ა რ ვ ვ ე ლ ა ძ ე ეს ფაქტი უდიდესი სტიმული აღმოჩნდა ჩემთვის და მალე ოცნებაც ამისრულდა
???? შოთა არველაძე - გუშინ