
„კრისტიანთან მუშაობას მოუთმენლად ველი. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი მწვრთნელი ვიყავი და უამრავი რამ მოხდა. ჩვენი თანამშრომლობისას ერიქსენი 16 წლის იყო, შემდეგ კი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდა. მას ევროპაში ბევრი ტიტული მოუგია და დანიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავია.
ეს დაუჯერებელი შანსი გამოვიყენეთ და ბრენტფორდში მსოფლიო დონის ფეხბურთელი გადმოვიყვანეთ. მას გუნდთან ერთად 7 თვეა არ უვარჯიშია, მაგრამ ინდივიდუალურად დიდი სამუშაო გასწია. იგი ფორმაშია და მოედანზე გასასვლელად მზადაა. მასთან შეხვედრასა და მუშაობას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა „ბრენტფორდის“ თავკაცმა, ტომას ფრანკმა.
ერიქსენი „ბრენტფორდში“ სეზონის ბოლომდე იასპარეზებს და მისი პრემიერ ლიგაში დაბრუნება უახლოეს დღეებში შედგება. „ფუტკრებს“ 23 ტურის შემდეგ, 23 ქულა აქვთ და პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან.