რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ რომან აბრამოვიჩი ლონდონის „ჩელსის“ გაყიდის. ამასთან დაკავშირებით, „არისტოკრატების“ ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სურათი, რომელშიც რუს ბიზნესმენთან ერთად არის და „საუკეთესო“ დააწერა.
ტერის პოსტი ინგლისელ პარლამენტარებს არ მოეწონათ. მაგალითად დეპუტატმა კრის ბრაიანტმა ჯონის პოსტი გააზიარა და დააწერა:
„ეს ამაზრზენია, ვფიქრობ ჯონ შენ ეს პოსტი, რაც შეიძლება მალე უნდა წაშალო, რადგან უკრაინას ისევ ბომბავენ და ხალხი იღუპება.“
რა უპასუხა ჯონ ტერიმ? „100% გეთანხმები მეგობარო. ამას ამბობს დეპუტატი, რომელმაც ქონება გადასახადების გადამხდელი ხალხის ფულის ხარჯზე დააგროვა. ასევე იგივე დეპუტატი, რომელიც იძახის, რომ ჩვენ ერაყში შევედით.“