ბარსელონასა" და "ოსასუნას" შორის გამართულ შეხვედრაში (4-0) კატალონიური გუნდის გულშემატკივრები არაერთ პოზიტიურ ფაქტს დააფიქსირებდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი რიკი პუჩის ლამაზი გოლია.
"ბარსას" მე-6 ნომერი უკვე 22-ე ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბლაუგრანას" მაისურით გოლის გატანა მოახერხა. Opta-ს ინფორმაციით ეს 21-ე საუკუნეში საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი მადრიდის "რეალს" ეკუთვნოდა, რომლის მაისურითაც 2019/20 წლების სეზონში თავი 21-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში გოლი გაიტანეს:
1 მემფის დეპაი 10
2 ლუკ დე იონგი 5
3 პიერ-ემერიკ ობამეიანგი 5
4 რონალ არაუხო 3
5 ფრენკი დე იონგი 3
6 ანსუ ფატი 3
7 ფერან ტორესი 3
8 ნიკო გონსალესი 2
9 სერჟი რობერტო 2
10 გავი 2
11 მარტინ ბრეითუეიტი 2
12 ფილიპე კოუტინიო 2
13 ჟერარ პიკე 1
14 დანი ალვესი 1
15 ჟორდი ალბა 1
16 სერჟიო ბუსკეტსი 1
17 პედრი 1
18 უსმან დემბელე 1
19 ფერან ჟუტგლა 1
20 აბდე ეზალზული 1
21 სერხიო აგუერო 1
22 რიკი პუჩი 1
პირველი გუნდიდან ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გოლი მეკარეებს, დესტს, ლანგლეს, მინგესას, უმტიტის, გარსიას, ტრაორესა და ნიკოს არ გაუტანიათ