BREAKING: აბრამოვიჩი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსებმა მოწამლეს
29 მარტი 2022, 17:07
როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელინსკიმ ჯო ბაიდენს რომან აბრამოვიჩისთვის სანქციების მოხსნა სთხოვა, რადგან „ჩელსის“ მფლობელი რუსეთთან მშვიდობიან მოლაპარაკებას აწარმოებს.

ავტორიტეტული გამოცემა BBC იუწყება, რომ თვის დასაწყისში რომანი რამდენიმე უკრაინელ დელეგატთან ერთად მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. საზღვარზე კი მას მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩს თვალები სტკიოდა და სახეზე კანი აექერცლა. წყაროს ცნობით, ახლა რუსი ოლიგარქი თავს კარგად გრძნობს. ცნობისთვის, რომანთან ერთად ორივე უკრაინელი დელეგატი მოიწამლა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აბრამოვიჩი რუსებმა მოწამლეს, რათა მშვიდობიანი მოლაპარაკების დივერსია მოეხდინათ. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი იგორ ჟოკვამ BBC-სთან განაცხადა, რომ აბრამოვიჩთან საუბრამდე დელეგატები თავს კარგად გრძნობდნენ და შესაძლოა ეს ისტორია ტყუილი იყოს.

3 მარტის შემდეგ, აბრამოვიჩი და უკრაინელი დელეგატები გამოჯანმრთელდნენ და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ეს ინფორმაცია რუს ოლიგარქთან დაახლოებულმა პირმა BBC-ს განუცხადა და დაამატა, რომ რომანი ახლა კვლავ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ინციდენტი ნათელს ხდის აბრამოვიჩის, როგორც შუამავლის როლს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. მისი ზუსტი პოზიცია გაურკვეველია, მაგრამ ოლიგარქის სპიკერმა ადრე განაცხადა, რომ რომანის გავლენა ამ მომენტისთვის "შეზღუდულია". BBC იმასაც წერს, რომ თავად აბრამოვიჩმა შესთავაზა ზელენსკის დახმარება და სწორედ ამის შემდეგ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს.

საგამოძიებო ჟურნალისტურმა ჯგუფმა Bellingcat-მა მოწამვლის მეთოდზე დაწერა. მათი აზრით აბრამოვიჩი ქიმიური იარაღით მოწამლეს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | BREAKING: აბრამოვიჩი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსებმა მოწამლეს