ლობჟანიძე ფენერბახჩეში?
21 აპრ 2022, 02:28
მიმდინარე სეზონში, საბა ლობჟანიძე მშვენიერ ფორმაში იმყოფება და ხშირ შემთხვევაში გოლი გააქვს ან საგოლე გადაცემას ასრულებს. მისი ასეთი ასპარეზობა სხვა გუნდებს არ გამორჩენიათ.

თურქეთის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბი „ფენერბახჩე“ „ჯვაროსნების“ შემტევით ინტერესდება. საინტერესო ის გახლავთ, რომ „ფენერი“ მომავალი სეზონისთვის 11 ახალი ფეხბურთელის დამატებას განიხილავს და საბა მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია.

Aspor.com-ის ინფორმაციით, „ფენერბახჩე“ 11-ვე ფეხბურთელის კლუბს დაუკავშირდა და ინტერესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჯერჯერობით უცნობია, თავად საბას და „ჰატაისპორის“ პოზიცია, თუმცა ერთი რამ ნათელია - ლობჟანიძე ერთ-ერთ საუკეთესო თურქულ კლუბს სურს.

საბა მიმდინარე სეზონში

ქართველმა ფეხბურთელმა, „ჰატაისპორის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად ჯამში 35-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ლობჟანიძე ფენერბახჩეში?