ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი კრახის შემდეგ პარიზულ გუნდში არაერთხელ განაცხადეს, რომ ზაფხულში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებენ, თუმცა მოხვდება თუ არა ნეიმარი წამსვლელთა სიაში, ამას რამდენიმე თვეში გავიგებთ. თავად ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ს 2017 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ გადავიდა. პარიზელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც დღემდე სარეკორდო ფასია.
30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პარიზული გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.