მილანის ინტერმა სტუმრად ბოლონიასთან წააგო და სერია A-ს სატურნირო ცხრილში გალიდერების შანსი დაკარგა. არადა, მე-20 ტურის გადატანილ შეხვედრაში გამარჯვება სიმონე ინძაგის გუნდს ძალიან სჭირდებოდა - ქულით გადაასწრებდა მილანს (74) და ნანატრი სკუდეტოსკენ ნაბიჯს გადადგამდა, ახლა კი 72 ქულით მეორეა.
არადა, ბოლონიაში გამართულ შეხვედრაში ინტერისთვის ყველაფერი მშვენივრად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე ივან პერიშიჩმა ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა 28-ე წუთზე, მარკო არნაუტოვიჩის თავურით აღადგინეს. მატჩის ბედი მოედანზე ცვლილებაზე შესულმა ნიკოლა სანსონემ გადაწყვიტა, რომელმაც 82-ე წუთზე ინტერის მეკარე იონუც რადუს ბავშვური შეცდომით ისარგებლა.
[v]https://cdn01.croco.ge/content/BolognaVsInterMilan.mp4[v]