ბარსელონას ვულვზის ნახევარმცველის, რუბენ ნევეშის დამატება სურს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიურმა გრანდმა ინგლისურ კლუბს პორტუგალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, სამი ფეხბურთელი დაუთმოს. ბარსელონამ "მგლებს" რიკი პუჩი, მინგესა და ნიკო გონსალესი შესთავაზა.
რაც შეეხება რუბენ ნევეშს, ის ვულვზში 2017 წლის ზაფხულში, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ, პორტუდან გადავიდა. კლუბის მაისურით ჩატარებულ 212 მატჩში, 24 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოირჩა.