ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან „ნაპოლიში“ ითამაშებს. ეს ამბავი ახალი არავისთვის არის, თუმცა გასარკვევია ვისთან მოუწევს ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა.
ლორენცო ინსინიემ კლუბი დატოვა და ახლა მარცხენა ფლანგზე ჰირვინგ ლოსანო დარჩა. ქართველი ფეხბურთელი მექსიკელს უნდა გაეჯიბროს, თუმცა სპორტულ მედიაში ჰირვინგთან დაკავშირებით ახალი ცნობები გაჩნდა.შეგახსენებთ, რომ მექსიკელ გარემარბს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ლოსანოს „პარტენოპეიდან“ აბარგება სურს და ამავდროულად იტალიურ კლუბს ფინანსური სარგებლის მიღება აქვს გადაწყვეტილი.
ეს სიტუაცია კი ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე მეტად აწყობს. Elfutbolero იმასაც წერს, რომ „ნაპოლი“ შესაძლოა ვიქტორ ოსიმენმაც დატოვოს. ყველაფერს მომავალი სატრანსფერო ფანჯარა გვიჩვენებს.