პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი აღარაა. „წითელმა ეშმაკებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და დაადასტურეს, რომ ფრანგი ნახევარმცველი კლუბს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
.დეპh2h2h3h3ლექსორი.
შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის ცნობით, პოგბა კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. როგორც ირკვევა, მხარეებმა 3-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს. პოგბა წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს და ჯამში ხელშეკრულების თანახმად მისი ხელფასი 30 მილიონი იქნება. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კი მოლაპარაკებების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუსხდებიან.
პოგბას მიმართ ინტერესს „პარი სენ-ჟერმენიც“ იჩენდა, მაგრამ ფრანგულ კლუბს უკან დახევა მოუწია, ისე როგორც „მანჩესტერ სიტის“, რომელიც ფრანგი ნახევარმცველის დაყოლიებასთან ძალიან ახლოს იყო.