ტუხელის ფაქტორი - ჩელსი დემბელეს გადაბირების მთავარი კანდიდატია
5 ივნისი 2022, 10:36
უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. ფრანგი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება და მისთვის ისეთი გუნდები იბრძვიან, როგორიც „პარი სენ ჟერმენი“ და ლონდონის „ჩელსი“ არიან.

აქტიურად იწერებოდა, რომ უსმანი მბაპესთან მეგობრობის გამო ფრანგულ კლუბს აირჩევდა, მაგრამ დღეს TalkSport ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „ჩელსი“ დემბელეს გადაბირების მთავარი კანდიდატია. ფრანგი ვარსკვლავი ტოდ ბოელის პირველი ტრანსფერი იქნება. ამ ყველაფერს კი ორი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფინანსური მხარეა. ამჟამად ბარსას ფეხბურთელი საკმაოდ დიდ ანაზღაურებას ითხოვს, რაზეც ბოელი თანახმაა.

მეორე კი ტომას ტუხელის ფაქტორია. გერმანელმა სპეციალისტმა დემბელესთან ერთად „დორტმუნდში“ იმუშავა და სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება უსმანეს აღზევება. ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთს კარგად უგებენ და გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა სწორედ ეს აღმოჩნდეს.

ფრანგი შემტევი კატალონიურ გრანდს 2017 წელს შეუერთდა, თუმცა რეალურად გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კი მისი ტრავმებია. 2017 წლიდან დღემდე, დემბელემ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 150-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ტუხელის ფაქტორი - ჩელსი დემბელეს გადაბირების მთავარი კანდიდატია