1 წლით ისევ ლივერპულში - მილნერმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
6 ივნისი 2022, 21:48
„ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანმა ჯეიმს მილნერმა საკუთარ კლუბთან კონტრაქტი 12 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ მერსისაიდული გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იუწყება.

36 წლის ფეხბურთელი „ლივერპულს“ 2015 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მილნერმა დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 289 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯეიმსი იურგენ კლოპის ფორმაციის გუნდში დიდი ხნის განმავლობაში შეუცვლელი წევრი იყო. მილნერმა ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კი კომენტარი გააკეთა:

„მოხარული ვარ, რომ აქ კიდევ 1 წლით ვრჩები. „ლივერპულში“ თამაში გარანტირებული არავის აქვს და მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმის შეგრძნებაა, რომ კლუბისთვის დახმარების გაწევა ისევ შემიძლია. სანამ მაღალ დონეზე შემეძლება თამაში, „ლივერპულისთვის“ ყველაფერს გავაკეთებ.“
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | 1 წლით ისევ ლივერპულში - მილნერმა კონტრაქტი გაახანგრძლივა