მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ახსნა, „რეკორდმაისტერის“ დატოვება რატომ გადაწყვიტა. პოლონელი თავდამსხმელი Onet Sport-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ კარიერაში სიახლე სჭირდება.
„მივდივარ, რადგან ცხოვრებაში მეტი ემოციის მიღება მინდა. მათ ჩემი ბოლომდე მოსმენა არ მოისურვეს. ჩემში რაღაც მოკვდა და ამასთან გამკლავება შეუძლებელია. ნამდვილი პროფესიონალი რომც იყო, ამის კომპენსაცია მაინც გამორიცხულია. მივდივარ და ვტოვებ მეგობრებს, რომლებთანაც უამრავი წელი გავატარე. ჩვენ ერთმანეთს ყოველდღე ვხედავდით და ეს ნამდვილი მეგობრობა იყო. როცა კლუბში ამდენი წელია იმყოფები, როცა ტრავმისა და ტკივილის მიუხედავად, ყოველთვის მზად იყავი, რომ გეთამაშა და ბოლომდე დახარჯულიყავი... ვფიქრობ, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ორივე მხარეს აწყობს. არ შეიძლება, ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყოს. რომელი ფეხბურთელი მოისურვებს ბაიერნში გადასვლას, როცა ეცოდინება, რომ შესაძლოა, მასთან მიმართებითაც რაღაც მსგავსი მოხდეს? სადაა ერთგულება და პატივისცემა? აქ რვა წელი გავატარე, უამრავ საოცარი ადამიანს შევხვდი და მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ასე დარჩეს“.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის სამომავლო გეგმებზე აქტიურად იწერება და მისი გადაბირების მთავარი მსურველი „ბარსელონა“ გახლავთ. კატალონიელები 30-35 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ „ბაიერნის“ დაყოლიებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
„ჩემში რაღაც მოკვდა, მეტი ემოცია მჭირდება“
7 ივნისი 2022, 10:35
Es ufasod midis barselonashi?
Iunaitedi, aramgonia, 1 weli aqvs kide kontraqti
Lampard, aba barsa rogor iyidis kampnous saqrowulot aqiraveben finansebisgamo da 😃 deiongsac magito yidian
Iunaitedi, rasgaigeb, arada sxva klubebzec araferi iwereba