მანჩესტერ არ ნებდება - დე იონგი ბარსაში დარჩენაზე ფიქრობს
7 ივნისი 2022, 20:55
არ წყდება ცნობები იმის შესახებ, რომ მომავალი სეზონიდან ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს. თავად ფეხბურთელს კლუბის შეცვლა არ სურს, მაგრამ „წითელი ეშმაკების“ მესვეურები იმედოვნებენ, რომ ის აზრს შეიცვლის.

ნიდერლანდელი ნახევარმცველის გადაბირების სურვილი „იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს აქვს. ზოგადად, ერიკს ახალ კლუბში 5 ფეხბურთელის მიყვანა სურს, მაგრამ ფრენკი პრიორიტეტია.

ინგლისური გუნდი პოლ პოგბამ დატოვა და ტენ ჰაგი ნახევარდაცვის მთავარ ფეხბურთელად დე იონგს მოიაზრებს. „ბარსელონა“ კი თავის მოთამაშეს 60 მილიონ ევროს აფასებს. მთავარი დაბრკოლება კი ფრენკის სურვილია. როგორც ჩანს, მას „ნოუ კამპის“ დატოვება დიდად არ ხიბლავს, მიუხედავად იმისა, რომ ტენ ჰაგთან ერთად „აიაქსში“ მუშაობდა.

„მანჩესტერს“ კი ნახევარდაცვის გაძლიერება აუცილებლად სჭირდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, პოგბამ გუნდი დატოვა. სულ მალე კი ნემანია მატიჩიც წავა. შეგახსენებთ, რომ გამოცემა SPORT-მა ტრანსფერი გამოაცხადა და გვამცნო, რომ შეთანხმება შედგა და ახალგაზრდა ნახევარმცველი „წითელი ეშმაკი“ გახდება. როგორც ჩანს, ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მანჩესტერ არ ნებდება - დე იონგი ბარსაში დარჩენაზე ფიქრობს