"ორი დაუვიწყარი წელი დასრულდა" - სუარესი ატლეტიკოს დაემშვიდობა
8 ივნისი 2022, 21:05
ლუის სუარესმა მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ურუგვაელმა თავდამსხმელმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა და „როხიბლანკოს“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

სუარესი:

„მადრიდის „ატლეტიკოში“ ორი დაუვიწყარი წელი დასრულდა.. ყოველთვის მემახსოვრება თითოეული თქვენგანის სიყვარული პირველივე წუთებიდან. დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც დიდი გულით მიმიღეს. ასევე უღრმესი მადლობა „ატლეტიკოს“ სტაფის ყველა წევრს.

თქვენ საოცრად მუშაობდით იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესოდ თამაშისთვის ყველაფერი გვქონოდა. ვემშვიდობები ყველას, ვინც ამ ორი წლის განმავლობაში ჩემით ამაყობდა და მენდობოდა. მე და ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნებით.“

შეგახსენებთ, რომ 35 წლის სუარესი მადრიდულ გრანდს 2020/21 წლების სეზონში შეუერთდა და კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. „როხიბლანკოს“ მაისურით ჩატარებულ 81 მატჩში ურუგვაელმა ფორვარდმა 34 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | "ორი დაუვიწყარი წელი დასრულდა" - სუარესი ატლეტიკოს დაემშვიდობა