დასრულებული სეზონის შემდეგ, უმრავლესობა თანხმდება, რომ ოქროს ბურთის ცალსახა ფავორიტი კარიმ ბენზემა არის, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც, ვინც თვლის, რომ ჯილდოს სხვა იმსახურებს.
ერთ-ერთი ასეთთაგანია ნეიმარი, რომლის აზრითაც ოქროს ბურთს არა ბენზემა, არამედ ვინისიუსი იმსახურებს.
„ვინი“ ნეიმარის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელს საუკეთესო ბენზემაა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ნეიმარის სიტყვებით, რომ ოქროს ბურთი უნდა მივიღო, მაგრამ ჩემი აზრით, ბენზემა უფრო იმსახურებს ამ პრიზს. კარიმი სულ მეხუმრება და ამბობს, რომ მუნდიალის ფინალში ბრაზილიის დამარცხება სურს. მაგრამ ეს არასოდეს მოხდება“,
- თქვა ვინისიუსმა.
21 წლის გარემარბმა გასულ სეზონში „რეალის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბენზემას ოქროს ბურთს მხარს ვალბუენაც უჭერს „მინდა გულწრფელი ვიყო. უსამართლობა იქნება, თუ ოქროს ბურთს კარიმი არ მოიგებს. მან ეს ჯილდო თავისი საოცარი თამაშით დაიმსახურა. სპორტულ დონეზე ობიექტურად შემიძლია ვილაპარაკო და ეს ის არის, რასაც ვფიქრობ. ჩემს გზას ვაგრძელებ და არანაირი პრობლემა აღარ მაქვს“.
- აღნიშნა ვალბუენამ.