„არ არის მთავარი რაც წელიწადნახევრის წინ მოხდა
8 ივნისი 2022, 21:09
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს შეხვდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

რა თქვა სანიოლმა: „როდესაც ფინალში საქართველო ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდა, მაშინ მთავარი მწვრთნელი მე არ ვყოფილვარ და ეს არ არის ჩემთვის რევანშის საკითხი. უმჯობეისა ეს კვეკვეს ჰკითხოთ. მართალია, იგივე გათამაშებაა, მაგრამ სრულიად სხვა კონტექსტით. არ არის მთავარი რაც წელიწადნახევრის წინ იყო, მთავარია რაც ბოლო 7 დღის განმავლობაში ხდება და რა იქნება მომავალში. თუ ამ ინტენსივობას შევინარჩუნებთ, თბილისში აუცილებად გახარებულები დავბრუნდებით. ყველა მოთამაშე მწყობრშია და მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის. როცა გათამაშება იწყებოდა ვამბობდი, რომ ჯგუფის ფავორიტი ჩრდ. მაკედონია იქნებოდა. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ამის მჯეროდა. ფაქტია, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, შემდეგ იტალია დაამარცხეს, მაგრამ ერთია ლაპარაკი და მეორეა მოედანზე რა იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვები შეცდომა იქნება და მათ ნაცვლად პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ. ამ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიაზე ღრმა ანალიზს ვერ შემოგთავაზებთ. ბულგარეთთან თამაშს თუ შევხედავთ შეიძლება არ იყო დამაკმაყოფილებელი შედეგი. მესამე თამაში ყველაზე გადამწყვეტია. ვიცით, რომ ჩრდ. მაკედონიას ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენი ყურადღება მხოლოდ საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზეა გამახვილებული“ .
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | „არ არის მთავარი რაც წელიწადნახევრის წინ მოხდა